„ახალი კვირა“ იწყება

დღეიდან პირველ არხზე ახალი საკვირაო გადაცემა ახალი კვირა იწყება.

საინტერესო თემებითა და სტუმრებით, რეპორტაჟებით საქართველოს და მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალური თემით – გადაცემა ეთერში ყოველ კვირას 21 საათზე გავა.

როგორც გადაცემის ავტორები და ჟურნალისტები გვპირდებიან, მაყურებელს სრულიად განსხვავებულ რეპორტაჟებს შესთავაზებენ.

პირველი გადაცემა ეთერში დღეს 21 საათზე გავა.