„ახალი კვირა" - 6 მაისს, 21:00 საათზე

• ზამთარს გადარჩენილი ფაროსანა გაღვიძებას და გამრავლებას იწყებს, მეცნიერები კი მის წინააღმდეგ ბუნებრივი მტრების ძიებაში არიან. ლაბორატორიული კვლევის დეტალები “ახალ კვირაში”. იმერეთი, გურია და სამეგრელო – ფაროსანას შემოსევისა და მოსავლის განადგურების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი რეგიონებია

• დაკარგული მობილური ტელეფონების რეალიზაციის სქემა. საბუთის გარეშე ჩაბარებული სმარტფონები ე.წ. დაშლილებსა და ლომბარდებში. სად მივყავართ გამქრალი ტელეფონების კვალს?

• დედები, რომლებიც შვილებს ალიმენტს უხდიან . რა შემთხვევაში სთხოვენ ქმრები ცოლებს ბავშვისთვის ალიმენტის გადახდას და რამდენი დედაა დღეს მოვალეთა რეესტრში გადაუხდელი ალიმენტის გამო … განქორწინების ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა და შედეგად, მშობლისთვის დაკისრებული ფინანსური ვალდებულება…

• გიორგობა თურქეთში, პრინცის კუნძულებზე. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული პილიგრიმები, რომლებიც წმინდა გიორგის სურვილების ასრულებას ფერადი ძაფებითა და შაქრის ნატეხებით სთხოვენ.