„ახალი კვირა" - 21 ოქტომბერს, 21:00 საათზე

• ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ხარვეზები- ერთ-ერთი ბრალდებული სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში მაღალ თანამდებობას ფარული აუდიო ჩანაწერების ამოღების შემდეგადაც ინარჩუნებდა. ამასთან, საქმეს არ ერთვის მტკიცებულებები, რომელიც 2007 წლით თარიღდება. რატომ არ წარუდგინეს ბრალი აუდიო-ჩანაწერებში მონაწილე პირებს დღემდე და რატომ უთხრა ჰოლანდიურმა მხარემ უარი პროკურატურას გიორგი დგებუაძისთვის იგივე მასტერასთვის ახალი ბრალის წაყენებაზე

• თბილისის მთავარ მოედანზე სასტიკად მოკლული უფლებადამცველი. რა გახდა 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის მიზეზი და ვინ არიან ბრალდებულები? სიძულვილით ჩადენილი გახშირებული დანაშაული და ნეონაცისტური და ფაშისტური დაჯგუფებების გააქტიურება

• საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა უკანასკნელი მისამართები თბილისში. 1937 წელს დაპატიმრებული ინჟინერი კონსტანტინე ყანდარელი, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა საკუთარ დაბადების დღეზე დახვრიტა. ყაზახეთში გადასახლებული და დედის გარეშე დარჩენილი ბავშვები. რა ინფორმაცია ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, რამაც მოქალაქე ყანდარელზე აქამდე არსებული ცნობები სრულიად შეცვალა