„ახალი კვირა" - 15 აპრილს, 21:00 საათზე

• ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსაჯვრდებულ გიორგი მამალაძესთან ერთად დააკავეს. პირველად, „ახალ კვირაში“ საქმის პროკურორი ყვება იმ სამხილების შესახებ, რომლებიც ციანიდის შეძენას უკავშირდება

სირია – სისასტიკის შვიდი წელი. ომში ჩაძირული ქვეყანა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში გადახვეწილი მილიონობით ადამიანი. როგორია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს გამოქცეული სირიული ოჯახების ქართული ყოფა

• იძულებითი ჰოსპიტალიზაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ირღვევა თუ არა პაციენტების უფლებები და რეალურად ვინ იღებს გადაწყვეტილებას მათი კლინიკაში დარჩენის შესახებ

• სოფელი კახეთში, რომელსაც თბილისელი გოგონა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით პოპულარიზაციას უწევს.