„ახალი კვირა" - 11 ნოემბერს, 21:00 საათზე

• არა ნაციზმს! – საზოგადოების პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლნების ქრონიკა. დაზარალებული მოქალაქეები, დასჯილი მედია და 11 წლით დაგვიანებული ბოდიში

• რუსული ოკუპაციის ახალი ხაზი ქარელის რაიონში. სოფელ ატოცში რუსმა სამეხდროებმა რამდენიმე ჰექტარი ოკუპირებულ ტერიტორიად აქციეს. გაზრდილი მიგრაცია სოფელში და ოკუპაციის გავლენა მოსახლეობაზე.რა მასშტაბის გავლენას ახდენს ოკუპანტი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე?

• როგორ გაუმკლავდნენ და როგორ დაამარცხეს ავთვსებიანი სიმსივნე ადამიანებმა, რომელთა გადარჩენის შანსი მინიმალური იყო. განსხვავებული დიაგნოზი, ბრძოლის განსხვავებული გზა და ერთნაირი ეპილოგი – ამ ადამიანებმა სხვადასხვა დროს სხვდასხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხეს. პირველად ბოლო 100-წლეულის განმავლობაში გაჩენილი იმედი იმისა, რომ სიმსივნე განკურნებადი გახდება

• კუნძული, რომელსაც კოლუმბმა სამოთხე უწოდა და სადაც, გადმოცემის თანახმად, ესპანელი მოგზაურის ნეშტი დღემდე ინახება. ესპანიოლა, ქისქეა, სანტო-დომინგო – ასე უწოდებენ ადგილობრივები დომინიკანელთა რესპუბლიკას. ტროპიკული სანაპიროები, მილიონერების ქალაქი, კოლუმბის შუქურა, ჯიმ კერის ღამის კლუბი, კუნძული-ნაკრძალი საონა და კიდევ უამრავი სანახაობა. ექსკლუზიური რეპორტაჟი დომინიკანელთა რესპუბლიკიდან