ახალი კულტურული სივრცის გახსნა
რეზო გაბრიაძის თეატრში ახალი კამერული კულტურული სივრცე – Gabriadze Wonders Station გაიხსნა. ახალ სივრცეში შემოქმედებითი საღამოები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ჩატარდება. პრეზენტაცია რეზო გაბრიაძის დაბადების 90 წლის იუბილის დღეს შედგა. ამ თარიღს მიეძღვნა ფოტოგამოფენა, რომელიც დიდი ხელოვანისა და მარიონეტების თეატრის შემოქმედებით გზას ასახავს. საღამოზე გაბრიაძის თეატრის სპექტაკლებისა და ქართული თეატრის სხვა მნიშვნელოვანი დადგმებიდან ცნობილი მუსიკალური კომპოზიციები შესრულდა.