ახალი კოვიდშეზღუდვები ევროპაში

ევროპის ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარება გამწვავდა. რამდენიმე სახელმწიფოში კოვიდშეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა. მათ შორის არის ჩეხეთი, სადაც ერთი თვით  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. დაიხურება ბარები, რესტორნები, არ იმუშავებენ საშობაო ბაზრობები, ხოლო საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის მიღება აკრძალული იქნება. კოვიდშეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა პორტუგალიაშიც. ახალი წესების მიხედვით, ყველა მოგზაურს, რომელიც პორტუგალიაში მიემგზავრება, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ნეგატიური კოვიდტესტის წარდგენა მოუწევს. ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარდგენა სავალდებულო იქნება სასტუმროებში, რესტორნებში, სავარჯიშო დარბაზებსა და კულტურულ ღონისძიებებზე. პირბადეები კვლავ სავალდებულო გახდება დახურულ სივრცეებში.