ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი

ნახტომისებური მატება ბოლო 24 საათში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი 500-ს მიუახლოვდა. 448 ახალი შემთხვევებიდან აჭარას ახლა უკვე მხოლოდ ნახევარი უკავშირდება, შესაბამისად საყურადღებო ხდება სხვა ზონები. კერძოდ იმერეთი, სადაც 96, ანუ გუშინდელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტი ახალი ინფიცირებულია გამოვლენილი და თბილისი, სადაც დაავადებულთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა და დღეს 62-ს მიაღწია.

ეპიდემიოლოგების პროგნოზი ჯერ მაინც ოპტიმისტურია, თუმცა ცალკეულ ზონებში სახლში დარჩენის მოწოდებები ისევ აქტიურდება.

დატოვე კომენტარი