ახალი კორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში

68 მილიონზე მეტი ინფიცირებული და მილიონ 565 ათასზე მეტი გარდაცვლილი. ასეთია კოვიდ-19-ის პანდემიის დღევანდელი შედეგები. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალობის მასშტაბით, პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც აღრიცხულია 15 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული. ვირუსს აქ  288 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. 10 მილიონს უახლოვდება ინფიცირებულთა რიცხვი ინდოეთში, 6.7 მილიონი ინფიცირებული ჰყავს ბრაზილიას. სულ კი, დღეისათვის მსოფლიოში 14 ქვეყანაა, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი მილიონს აღემატება. ამ ქვეყნების რიგს, სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა ირანი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.