ახალი კორონავირუსის შემთხვევა კახეთში

კახეთი მწვანე ზონა აღარ არის. ახალი კორონავირუსი დედოფლისწყაროში, სატვირთო მანქანის მძღოლს დაუდასტურდა, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა  და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დაინფიცირებულთან ათი კონტაქტი გამოიკვეთა, ყველა მათგანი გამოკვლეულია და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ტრაილერის მძღოლი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.