ახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები

კორონავირუსის ეპიდემიის ასაცილებლად, საქართველოში ახალი შეზღუდვები წესდება. ხვალიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა ქვეყანასთან შეჩერდება. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ქართული ავია-კომპანიის მიერ დაგეგმილი ჩარტერული რეისები, რომლითაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება იგეგმება. ფართოვდება საკარანტინო სივრცეების რაოდენობა და დამატებითი საკარანტინო ადგილები ეწყობა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან.

კონტროლი მკაცრდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ მგზავრებზე. ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.

აფთიაქების, სასურსათო მაღაზიების, ბანკების, ფოსტისა და ბენზინ-გასამართი სადგურების გარდა, დღეიდან დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი. სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს. შეზღუდვები წესდება პარლამენტშიც.