ახალი კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკამ მილიონს გადააჭარბა.

დაღუპულია 55 ათასამდე ადამიანი. პანდემიამ ყველაზე მეტად აშშ, იტალია და ესპანეთი დააზაალა. სამივე ქვეყანაში ცალ-ცალკე, დაავადებულთა რიცხვი 100 ათასს აღემატება. 2009 წლის შემდეგ პირველად,  პანდემიის გამო, აშშ-ში 1 თვის განმავლობაში 700 ათასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩა. სულ მცირე 10 შტატში კი  სკოლები მთელი წლით დაიხურა. დამაიმედებელი შედეგები აქვთ პიტსბურგის  უნივერსიტეტის მკვლევარებს, რომლებიც კორონავირუსის დასამარცხებლად „სარს-კოვ-2“ ვაქცინას თაგვებზე ცდიან. ვაქცინა ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოებას, რაც შესაძლოა ვირუსის გასანეიტრალებლად საკმარისი აღმოჩნდეს.