ახალი კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში

კორონავირუსის არეალი მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო იზრდება.

ეპიცენტრშია აშშ, იტალია და ესპანეთი. მკვეთრი მატებაა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთშიც. ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში უკვე მილიონს უახლოვდება. დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილს აშშ იკავებს. ვაშინგტონიდან ჩინეთის მისამართით პრეტენზიები არ წყდება. ამერიკის ხელისუფლების მტკიცებით, ჩინეთმა ახალი კორონავირუსის გავრცელების რეალური მასშტაბის შესახებ ინფორმაცია დამალა და სწორედ ეს გარემოება გახდა არასაკმარისი მომზადების მიზეზი.