ახალი კორონავირუსის პანდემია

მსოფლიოს ყველაზე მაღალი რისკის ზონა ახლა ამერიკის შეერთებული შტატებია. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათის გაუმჯობესება ისევ ვერ ხერხდება. შემთხვევებმა რეკორდულად იმატა რუსეთშიც. ევროპის იმ ქვეყნებში კი, სადაც ჩინეთის შემდეგ ვითარება ყველაზე მძიმე იყო, ახლა ცხოვრების ძველ რეჟიმს ეტაპობრივად უბრუნდებიან. იტალიასა და ესპანეთში ინფიცირებულთა და დაღუპულთა კლების ტენდენცია გრძელდება. ამიტომ ორივე ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ანალოგიურ ზომას მიმართავს გერმანიაც. გასხვავებით დიდი ბრიტანეთისგან, სადაც ვირუსის ხელახალი აფეთქების საფრთხის გამო, საკარანტინო რეჟიმის გაუქმებას არ ჩქარობენ.