ახალი კორონავირუსის პანდემია

მსოფლიო მასშტაბით, „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი დღემდე ორ მილიონ 840 ათასზე მეტი  ადამიანს დაუდასტურდა.  803 000  უკვე გამოჯანმრთელდა.

მსოფლიო ლიდერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის, თანხების გამოყოფაზე მსჯელობენ.  ზოგიერთ ქვეყანაში კი, უკვე დაიწყო საკარანტინო ზომების შემსუბუქება. დღეისათვის ვითარება კვლავ რთულია შეერთებულ შტატებში, რუსეთსა და თურქეთში.