ახალი კორონავირუსის პანდემია

ევროპა კორონავირუსის პანდემიის შტორმის წინაშეა, ვართ ქარიშხლის შუაგულში, უამრავ ქვეყანას კი მისი სიმძიმე ჯერ არ გამოუცდია – ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადება. ბოლო დღეებში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ინფიცირებულთა მცირედი კლების ფონზე კვლავ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ციფრები სულ უფრო მზარდია გერმანიაში, თუმცა ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა მაინც დაანონსდა. გასხვავებით დიდი ბრიტანეთისგან, სადაც ჯანდაცვის სისტემაში ვითარების მართვა ნელ-ნელა უკონტროლო ხდება. გაერთიანებულ სამეფოში ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ მკაცრი შეზღუდვებით ცხოვრება ვაქცინის შექმნამდე მოუწევთ.