ახალი კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

გასული ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორი მილიონ 800 ათასით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო შვიდ დღეში, კოვიდ-19-ით თითქმის 40 000 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ამჟამად ყველაზე სწრაფია ევროპაში, სადაც გასული კვირის განმავლობაში, გლობალური მასშტაბით აღრიცხული შემთხვევების დაახლოებით 45 პროცენტი გამოვლინდა. კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში.

დატოვე კომენტარი