ახალი კორონავირუსის მკურნალობის სტანდარტი

„დექსამეტაზონი“ – სპაზმის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელმაც „კოვიდ-19“-ის გართულებული შემთხვევების რიცხვი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა მკვეთრად შეამციროს.

დამაიმედებელი აღმოჩნდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელი მოწოდება, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგებს ეყრდნობა. მძიმე პაციენტებთან მითითებული მედიკამენტის გამოყენება ეფექტური აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, კორონავირუსის რთული ფორმების დროს პრეპარატს საქართველოშიც იყენებდნენ.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ სურათს, დღეს კიდევ ერთით გაიზარდა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა დაავადების წყაროს ვერ ადგენენ. დანარჩენ რვა ახალ შემთხვევაში წყარო ცნობილია.