ახალი კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა 

კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკების გამო ქვეყანაში საგანგებო ზომებს იღებენ.

დროებით იხურება თეატრები და მუზეუმები და უქმდება სპორტული ღონისძიებები. სპეციალური სამუშაო ჯგუფებია შექმნილი რეგიონებში. ინფიცირებულთა სტატისტიკა არ გაზრდილა. კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათი შემდგომი მკურნალობის სქემა ერთ კვირაში დაგეგმილი ანალიზის პასუხებზეა დამოკიდებული. ამ მომენტისთვის ქვეყნის სხვადასხვა ინფექციურ კლინიკაში კიდევ 41 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 19 შემთხვევაში დაავადება არ დადასტურდა. 120-მდე ადამიანი იმყოფება საკარანტინო ზონებში. გაძლიერებულია კონტროლი აეროპორტებსა და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებზე. დღეიდან მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებს სპეციალურ კარვებში მოუწევთ ყოფნა.