ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 650 000-ს გადააჭარბა. სულ გამოვლენილია 16 მილიონი ინფიცირებული. რიგმა სახელმწიფოებმა შეზღუდვები ხელახლა დააწესეს. ბოლო 24 საათში, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მოიმატა ავსტრალიაში. ჰონგ-კონგში 140-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია. ესპანეთში ვირუსის შემთხვევათა რიცხვი გასამმაგდა. გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია. შემდეგ მოდის ბრაზილია და ინდოეთი. შიდა გადაცემათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა ჩინეთში, სადაც ვირუსი 68 ადამიანს დაუდგინდა.