ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

ინფიცირებულთა რაოდენობის მცირედი კლების ტენდენცია დღესაც შენარჩუნდა საქართველოში.      გუშინდელთან შედარებით კოვიდ-19 19-ით ნაკლებ ადამიანს დაუდასტურდა. 1 709 ახალი შემთხვევიდან 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია. ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა დედაქალაქში. სულ რაღაც ექვსი დღის წინ თბილისში პიკური მონაცემი, 1 034 ფაქტი დაფიქსირდა, დღეს კი 445 შემთხვევაა გამოვლენილი. და ეს მაშინ, როცა ბოლო 24 საათში „პისიარ“ ტექნოლოგიით 10 000-ზე მეტი ადამიანი გატესტეს.

კლების მიუხედავად, კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა შემცირდა.