ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი რეგიონში

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 1 013 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში დაინფიცირების 148 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.  აზერბაიჯანში კოვიდ-19 კიდევ 4 268 ადამიანს დაუდასტურდა, 43 პაციენტი კი გარდაიცვალა. რუსეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონ 600 ათასს აჭარბებს, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი 46 ათასზე მაღალია. თურქეთში ვირუსი 29 136 პირს დაუდასტურდა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 222 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების მილიონ 809 ათას 908 შემთხვევა.