ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა რვა მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 436 000-ზე მეტი ადამიანი. პანდემიის ეპიცენტრი ისევ შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსმა 116 135 პირი იმსხვერპლა.  მეორე ადგილზე ბრაზილია, მესამე ადგილზე კი რუსეთია.

ახალ ზელანდიაში ბოლო 24 დღის განმავლობაში„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა და დღეს ორი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა. ორივე პირი ქვეყანაში გაერთიანებული სამეფოდან დაბრუნდა.