ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

ცოტა ხნის წინ კორონა ვირუსი კიდევ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა.

დღის ბოლოს გახდება ცნობილი, არის თუ არა ცხრა დღის ჩვილი „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული. მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მძიმე კლინიკური ნიშნებით საავადმყოფოში იმყოფება ჩვილის დედაც, თუმცა მას „კოვიდ-19“ ამ ეტაპზე არ უდასტურდება. ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა იკვეთება ბავშვის ნათესაური კავშირი ასევე მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის პაციენტის ოჯახთან.

პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან ოთხი კვირის შემდეგ ქვეყანაში კორონა ვირუსის 75 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ცხრა გამოჯანმრთელებულია და უახლოეს დღეებში კიდევ უნდა ველოდოთ გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკის ზრდას. დღეს გამოვლენილ ახალ ინფიცირებულებს შორის საფრანგეთიდან და ამერიკიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც არიან.