ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით სამედიცინო პერსონალის კიდევ 120 წარმომადგენელი დაინფიცირდა. კლინიკების გადატვირთულობის გარდა ექიმების და ექთნების საკმარისი რაოდენობა ახლა ნომერ პირველი გამოწვევაა. ამ მომენტისთვის ინფიცირებულებს დაკავებული აქვთ 5 700-მდე ადგილი, თავისუფალია 227 საწოლი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს არც ადაპტირებული სივრცეების გამოყოფა გამორიცხა. ბოლო დღეებში ქვეყანას დღიურად საშუალოდ 3 500-მდენ ინფიცირებული ჰყავს. დღეს ეს მაჩვენებელი 3 157-ს შეადგენს. სიახლეა ბინებზე მკურნალობის პროცესში. ოჯახის ექიმის და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების დადგენაში დღეიდან მოქალაქეებს ახალი სამედიცინო პორტალი დაეხმარება.

დატოვე კომენტარი