ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

ეპიდემიოლოგები საქართველოში პანდემიის პიკს ორ კვირაში ვარაუდობენ. ამ პერიოდისთვის ექიმები დღიური მაჩვენებლის 4 000-მდე გაზრდას ელოდებიან. ციფრები ყოველდღე იმატებს. დღეს კოვიდ-19 კიდევ 2 970 ადამიანს დაუდასტურდა. ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, უახლოეს პერიოდში სხვა წერტილოვანი შეზღუდვების ამოქმედებაა მოსალოდნელი. ჰოსპიტალური სექტორი ყოველდღიურად მზარდ ნაკადებს ვეღარ უძლებს. მსხვილი კოვიდ-საავადმყოფოები ახალ პაციენტებს ვეღარ იღებენ, ყოველდღე იზრდება დაინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა.