ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

ცოტა ხნის წინ, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბათუმში მყოფი პაციენტი უცხოეთიდანაა დაბრუნებული. მასზე დაკვირვება ეპიდემიოლოგებმა საზღვრის გადმოკვეთისთანავე დაიწყეს. ჯამში, ბოლო ერთ დღეში, სულ ოთხი ახალი ფაქტია დადასტურებული. გაჩნდა ახალი ე.წ. ამერიკული კლასტერი – სწორედ ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება სამი ახალი შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია. 44 ინფიცირებულიდან მძიმედ ფასდება ოთხი პაციენტის მდგომარეობა. სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ქვეყანას უკვე ექნება ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები, რაც ნიშნავს, რომ ტესტირება უფრო მასშტაბური გახდება. თუმცა გარკვეული კრიტერიუმები ამ შემთხვევაშიც იქნება დაწესებული.