ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

კორონავირუსის გავრცელების ტემპები სულ უფრო იმატებს.

დღიური მაჩვენებელი 3 000-ს უახლოვდება. მკვეთრად გაუარესდა სტატისტიკა თბილისში. 2 927 ახალ ინფიცირებულს შორის თითქმის ერთი მესამედი თბილისშია დაფიქსირებული, შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა იმერეთის რეგიონში. ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა დიდია. თავისუფალი საწოლების და ადამიანური რესურსის პრობლემა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ახლა საავადმყოფოებში 250 ადგილია თავისუფალი, იგეგმება დამატებით 700-მდე საწოლის დამატება. პარალელურად გრძელდება იმ გარდაცვლილ პაციენტთა ისტორიების შესწავლა, რომლებსაც თანმხლები დაავადებები არ ჰქონდათ. ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად დღეიდან შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა წესდება.