ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. გიორგი გახარია გუშინდელი დღიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მიზეზი მისი დაცვის წევრია, რომელსაც კოვიდ-19 შაბათს აღმოაჩნდა. იზოლაციაში იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც. წინა დღეებთან შედარებით, კოვიდ-19-ის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი მცირედით მომატებულია. 1 852 ახალი შემთხვევიდან ყველაზე ბევრი – 650 თბილისზე მოდის. მაღალი რისკის ზონებად რჩება იმერეთი და აჭარაც. საბედნიეროდ, კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა.