ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 

ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ არა ნახტომისებურად.

ლაბორატორიული კვლევებით „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შექმნილ ვითარებაში დამაიმედებელია ის გარემოება, რომ რეკორდულად იმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა და ეს სტატუსი ბოლო 24 საათში 796-მა ადამიანმა მიიღო. ასეთი დიდი რაოდენობა კი ახალ პროტოკოლს უკავშირდება, რომლის მიხედვით უსიმპტომო პაციენტი 10-დღეში, სიმპტომიანი კი 13 დღის და ბოლო სამი დღის უსიმპტომობის შემდეგ გამოჯანმრთელებულად ითვლება. აჭარაში, რომელიც ერთი თვეა, ყველაზე მაღალი რისკის ზონის სტატუსს ინარჩუნებს, ეპიდემიოლოგები სიტუაციის დასტაბილურებას ერთ კვირაში ვარაუდობენ.