ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

რიცხვები ისევ საგანგაშო ნიშნულზეა.

ბოლო ერთ დღეში კორონავირუსზე დადებითი პასუხი კიდევ 265-მა ადამიანმა მიიღო.მასობრივი გავრცელების ფონზე გაჩნდა რამდენიმე ახალი კერა. თუ დაავადების გავრცელების აღმავალი დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყანამ შესაძლოა „მწვანე ზონის“ სტატუსი დაკარგოს, რადგან სექტემბრის დასაწყისიდან ნახტომისებური მატების ფონზე საქართველოს „ყვითელ ზონაში“ გადასვლამდე უკვე მცირე ზღვარი აშორებს. ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული კონტროლის და ყურადღების ცენტრშია აჭარა, სადაც ციფრები კლების ნაცვლად მცირედით, მაგრამ მაინც იმატებს. რეგიონს დღეს დადასტურებული შემთხვევების ნახევარზე მეტი უკავშირდება. ქვეყნის მასშტაბით ამ მომენტისთვის კორონავირუსს 2 878 ადამიანი ებრძვის.