ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

დღეს კოვიდ-19 ჯამში 22 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის რამდენიმე ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კალსტერიდან – ქობულეთის სოფელ გვარას კლასტერიდანაა. ინფიცირებულებს შორის არის რამდენიმე მცირეწლოვანიც. დაფიქსირდა კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალში. ამჯერად ის მარნეულის კლინიკა ,,ჯეო ჰოსპიტალის” ექთანს აღმოაჩნდა, რომელსაც, ვირუსული ინფექცია, სავარაუდოდ, პაციენტისგან გადაედო.

თუ სტატისტიკას შევაჯამებთ, კვირის დასაწყისიდან ინფიცირებულთა მკვეთრი მატება შეინიშნება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 42 შემთხვევა კი, გუშინ დაფიქსირდა.

დაავადების გავრცელებიდან მერვე კვირას, ქვეყანა პიკის პერიოდს უახლოვდება.