ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

დილიდან ამ წუთამდე კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. წინა დღეების მსგავსად, ინფიცირებულთა ორნიშნა მატების ტენდენცია გრძელდება. დღეს დადასტურებულ ფაქტებს შორის, ხუთი ქობულეთში მცხოვრები იმ ქალის კონტაქტია, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. დახურულია სოფლის ამბულატორია და ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, ეპიდემიოლოგები დაავადებულებთან კონტაქტში მყოფებს ეძებენ და იკვლევენ.

დღევანდელ შემთხვევებს შორის ინფიცირების წყარო დაუდგენელია ერთ-ერთთან, რის გამოც, ვანში ზომები გაამკაცრეს. დანარჩენი პაციენტები კი ეროვნული ბანკის კლასტერიდან არიან. ეს დღემდე გამოვლენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერია.

ქვეყანა პრე-კრიტიკულ ფაზაშია მობილიზებულია 3 500 საწოლი, აქტიურად მიმდინარეობს ოჯახის ექიმების გადამზადება, რათა ნაკადების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, მსუბუქ პაციენტებს სახლებში ან საკარანტინე ზონებში უმკურნალონ.