ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

დღეს ინფიცირების 14 ახალი ფაქტია დადასტურებული.

ეს არის ამ დრომდე ერთ დღეში გამოვლენილ შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ინფიცირებულებს შორის არიან ეროვნული ბანკის ფულის საცავის თანამშრომლებიც. ეს კი აძლიერებს ეჭვს, რომ ფული „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა. კიდევ ერთი დაავადებული ბათუმიდან თბილისში გუშინ გადმოყვანილი ბავშვის მშობელია. მზარდია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც. კლინიკები დღეს კიდევ ოთხმა პაციენტმა დატოვა. სულ კი 27 ადამიანია გამოჯანმრთელებული. დაავადების გავრცელების პიკი აპრილის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. მთავარი მიზანი ახლა შემთხვევათა ზრდის ზომიერი დინამიკის შენარჩუნებაა, რისთვისაც სოციალური დისტანცირების დაცვას და სახლში დარჩენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.