ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

„კოვიდ 19“ დღეს სულ შვიდ მოქალაქეს დაუდასტურდა.

პირველი აპრილის საღამოს ცხრა საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონა ვირუსის 117 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი, რომელთაგან ორმა კლინიკა დღეს დატოვა. ამ დროისთვის კლინიკებში 90 ინფიცირებული მკურნალობს. უკვე დადასტურებული ფაქტებიდან ორ შემთხვევაში ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს, რადგან წყაროს დადგენა ჯერ ვერ ხერხდება. გადაიხედა შესაძლო შემთხვევის განსაზღვრება. ცნება გაფართოვდა, რაც ნიშნავს, რომ უცხოეთში მოგზაურობის ისტორიის ან ინფიცირებულთან კონტაქტის გარდა ტესტი შესაძლოა მხოლოდ საეჭვო სიმპტომების დროსაც ჩატარდეს, თუმცა გარკვეული პირობების დაცვით.

მთელი ქვეყნის მასშტაბით იქმნება ე. წ. ცხელების ცენტრები. საუბარია კლინიკებში ცალკე გამოყოფილ იზოლირებულ ზონებზე, რომლებიც მხოლოდ საეჭვო პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.