ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

შვიდი ახალი შემთხვევა ერთ დღეში – ამ მომენტისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 ფაქტია. ერთით გაიზარდა და უკვე 21-ს შეადგენს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. დღეს გამოვლენილ შვიდ ინფიცირებულს შორის, ორი მარნეულიდან და ბოლნისიდანაა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ახალი შვიდი შემთხვევიდან, ორის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება, რაც შიდა გავრცელების რისკებს ზრდის. სწორედ შიდა გადადების მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, ფართოვდება კოვიდ-19-ის შესაძლო შემთხვევის განსაზღვრება.

ეს ნიშნავს, რომ უცხო ქვეყანაში მოგზაურობის ან ინფირებულთან კონტაქტის გარდა, ტესტი შესაძლოა მხოლოდ საეჭვო სიმპტომების შემთხვევაშიც ჩატარდეს.