ახალი კორონავირუსის გაუარესებული სტატისტიკა

კოვიდ-19-ის გავრცელების დინამიკა მატულობს. წინა კვირასთან შედარებით, ბოლო სამი დღეა, დღიური მაჩვენებლები იზრდება. დღევანდელი მონაცემი 2 300-ს მიუახლოვდა. დამაიმედებელია ის გარემოება, რომ ყოველდღე მზარდია გამოჯანმრთელებულთა მონაცემიც, რომელმაც დღეს 2 500-ს გადაჭარბა. გეოგრაფიული გადანაწილების მიხედვით, მკვეთრად არის მომატებული შემთხვევების რაოდენობა თბილისში. მცირედი კლების შემდეგ, კვლავ გახშირდა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელთა ინფიცირების ფაქტები.