ახალი კორონავირუსის გაუარესებული სტატისტიკა 

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით თბილისი ყველაზე მაღალი რისკის ზონად ცხადდება.

აჭარაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღე იკლებს, დედაქალაქში კი მკვეთრად იმატებს. შედარებისთვის: თუ ორშაბათს თბილისში 72 ახალი შემთხვევა იყო, დღეს ეს რიცხვი 179-მდეა გაზრდილი. დედაქალაქის ყველაზე მსხვილი კლასტერი ოქროს ბირჟის კლასტერია, რომლის საკონტაქტო წრე 100-ს აღწევს. არ არის გამორიცხული, რომ თბილისში ცალკეული ლოკალური შეზღუდვები ამოქმედდეს. ცალკე გამოწვევაა სკოლები. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ უფრო იმატებს იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც კორონავირუსის შემთხვევები ვლინდება.