ახალი კორონავირუსის გაუარესებული მაჩვენებელი 

კორონავირუსის გავრცელების გამო კიდევ ერთი სკოლის დახურვა გახდა საჭირო.

ვირუსული ინფექცია ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურის სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის გავრცელების დინამიკა ისევ აღმავალია და უკვე მეორე დღეა, 200-ს ს სცდება. 227 შემთხვევა გეოგრაფიული არეალების და ყველაზე მაღალი რისკის ზონების მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა, თბილისი, იმერეთი. სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა კიდევ ორი პაციენტი. იმის გამო, რომ ბოლო ორ კვირაში ყოველდღიურად 100-ზე და 200-ზე მეტი ახალი ფაქტი ვლინდება და ციფრები გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკას რამდენჯერმე უსწრებს, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა მკვეთრად არის გაზრდილი. ამ მომენტისთვის კოვიდ-ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლების ორი მესამედი დაკავებულია.

ქვეყნის მასშტაბით სრულად განახლდება თუ არა სწავლა სკოლებში და სააღმზრდელო  პროცესი საბავშვო ბაღებში. რამდენიმე სკოლაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის მიუხედავად, თარიღის გადაწევა ამ ეტაპზე არ იგეგმება.  განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი  ისევ აჭარააა, სადაც მომდევნო დღეებშიც ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას ელოდებიან. ქვეყანაში დღეს გამოვლენილი შემთხვევების ნაწილი ისევ რეკომენდაციების უგულებელყოფას და დიდ სადღესასწაულო სუფრებს უკავშირდება.