ახალი კორონავირუსი - ვითარება საქართველოში

ორი ახალი ინფიცირებული და 13 განკურნებული პაციენტი ქვეყნის მასშტაბით – ასეთია გასული 24 საათის მაჩვენებლები. ორივე დაინფიცირებულის კონტაქტები და დაავადების წყარო ცნობილია. რაც შეეხება თბილისის ინფექციურს, აქ წუხელ კოვიდ-19-ის დიაგნოზით ერთი პირი შეიყვანეს. პაციენტი სოფელ მუშევანიდანაა. სულ კლინიკაში 35 მოქალაქე მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

მარიამ სეთურიძემ მოისმინა განცხადება ინფექციური საავადმყოფოდან.