ახალი კორონავირუსი - ვითარება საქართველოს რეგიონებში

რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი განიკურნა. ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი  აცხადებს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან, ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, ხოლო მეორეს – საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.  მისი თქმით, კლინიკაში სულ ცხრა დაინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აჭარაში ზუსტად ერთი თვეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. გასულ ღამეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიებში 444 პირის ანალიზი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში კოვიდ-19-ზე ტესტი 12 900-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა. მიზნობრივი კვლევები ისევ გაგრძელდება.  დამაკმაყოფილებელია  ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.  კლინიკის მთავარი ექიმის  ინფორმაციით,  კლინიკაში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ახალი პაციენტები არ მიუღიათ.