ახალი კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში  

მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს.

ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა იტალიაშია. პანდემიის ეპიცენტრი კი ისევ ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკა პირველი ქვეყანაა, სადაც ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ორი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლის რაოდენობამ ბოლო რამდენიმე დღეა იკლო ესპანეთში. კორონავირუსის გავრცელების რუკაზე კი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მილიონ 700 ათასს გადააჭარბა.