ახალი კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია ორ მილიონ 243 ათასი ადამიანი. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების კუთხით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსის 150 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. რთული მდგომარეობაა ევროპაშიც. ბოლო 24 საათში, იტალიაში ვირუსით 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მესამე კარანტინის გამოცხადებისთვის ემზადებიან საფრანგეთში, სადაც კიდევ ერთხელ გამკაცრდა პირბადის ტარების წესი. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას ხელნაკეთი პირბადის ტარება აეკრძალება. საფრანგეთის ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, სახლში დამზადებული პირბადეები მოსახლეობას ვირუსის ახალი სახეობებისგან ვერ დაიცავს.