ახალი კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა, 4 მილიონ 600 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ევროპა მსოფლიოში პირველი რეგიონი გახდა, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მსოფლიო მასშტაბით ევროპაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 30%-მდეა აღრიცხული. ბოლო თვეების განმავლობაში, ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილს იტალია იკავებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა გერმანიაში.