ახალი კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, ვირუსი 18 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. რთულია სიტუაცია ევროპაში, სადაც ქვეყნების ნაწილი შეზღუდვებს ამკაცრებს. მათგან ერთ-ერთია დიდი ბრიტანეთი. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი სახეობის ფონზე, ხელისუფება სადღესასწაულო პერიოდში დამატებითი რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ინგლისის იმ რაიონებში, სადაც შეზღუდვების მეოთხე დონე ამოქმედდა, მოქალაქეებს სახლების დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ.