ახალი კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

ბოლო კვირების ტენდენცია აჩვენებს, რომ ცალკეულ ქვეყნებში შეზღუდვების მოხსნამ ეპიდემიოლოგიური ვითარება გააუარესა.

ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დღეს ყველა ქვეყნის მიმართ გამაფრთხილებელი განცხადების გაკეთება მოუხდა. არ არის გამორიცხული, რომ ცალკეულ ქალაქებში მკაცრი ზომები თავიდან აამოქმედონ. დაავადების გავრცელების ეპიცენტრში რჩება აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი. ვითარების დასტაბილურების ნიშნები არ ჩანს და კვლავ მძიმე სიტუაციაა საქართველოს მეზობელ სომხეთში.