ახალი კორონავირუსი - სპეციალისტების რეკომენდაციები

შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების ფონზე, სპეციალისტები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ. მედიკოსების რეკომენდაციები ისევ უცვლელია, რაც პირველ რიგში პირბადის ტარებასა და სოციალურ დისტანციას ითვალისწინებს. ამასთან, ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ ვირუსის შემთხვევების კლების მიუხედავად, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ჯერ ისევ საყურადღებოა, მობილობის გაზრდა კი, შესაძლოა, ვითარების მკვეთრად დამძიმების მიზეზი გახდეს.