ახალი კორონავირუსი - გაზრდილი შემთხვევები 

ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი 200-ს მიუახლოვდა.

11 000-ზე მეტი ადამიანის „პისიარ“-ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსი დღეს 196 მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის შემდეგ საყურადღებო ზონებია ქუთაისი, ოზურგეთი, გორი და გარდაბანი. თბილისში ბოლო დღეებში გამოვლენილი მაჩვენებლები კი ეპიდემიოლოგების მხრიდან კონტროლირებად მატებად ფასდება. 196-დან 29 შემთხვევა სწორედ დედაქალაქზე მოდის. დამაიმედებელია ექიმების განცხადებები, რომელთა მიხედვით ბოლო პერიოდში ვირუსი ნაკლებ აგრესიულობას ავლენს და შესაბამისად, დაავადება ძირითადად მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. ბოლო ერთ კვირაში ინფიცირებულთა ოთხჯერ მომატებული რაოდენობის ფონზე ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.