ახალი კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ტენდენცია აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია.

ინფიცირებულთა დიდი ნაწილი სატვირთო მანქანის მძღოლია. ამ ჯგუფს ეპიდემიოლოგები ყველაზე სარისკოდ მიიჩნევენ. დღევანდელი ორი ახალი დაინფიცირებულიდან, ერთი სწორედ ტრაილერის მძღოლია. ეპიდემილოგიური ვითარების დასტაბილურების და ყოველდღიური გაუმჯობესების ფონზე გარკვეული საქმიანობები რამდენიმეთვიანი პარალიზების შემდეგ ისევ ნებადართული ხდება. თუმცა, შეზღუდვები ამ დრომდე რჩება სპორტ-დარბაზებზე, ფიტნეს-კლუბებსა და აუზებზე.