კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება 

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 097 ხალი შემთხვევა. მათგან თბილისში ვირუსი 484 ადამიანს დაუდასტურდა, აჭარაში – 81-ს, იმერეთში კი 185-ს. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. ამ დროისთვის ქვეყანაში 15 655 აქტიური შემთხვევაა, მათგან 5 677 პაციენტი სტაციონარში მკურნალობს, 1 009 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ კლების ტენდენცია შეზღუდვებთან არის დაკავშირებული და ის ისევ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ რეგულაციები დაიცვან და ახალი წლის დღესასწაული ოჯახურ წრეში აღიშნონ.